ტექინსპექტირება საქართველოში რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულოა. მისი მიზანია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ექსპლუატაცია, შეამციროს ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რისკი და ადამიანისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანი.
პროცესი მოიცავს ავტომობილის ძირითადი სისტემებისა და ტექნიკური მდგომარეობის კომპლექსურ შემოწმებას, მათ შორის: იდენტიფიკაციას, სამუხრუჭე სისტემას, საჭით მართვას, ღერძებს, თვლებსა და საბურავებს, შასისა და მის შემადგენელ ნაწილებს, ხილვადობას, ფარებსა და გამონაბოლქვს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგლამენტების (№510, №511 და №37) შესაბამისად ტარდება. ეს უზრუნველყოფს ერთიანი სტანდარტის დაცვას და გამორიცხავს შეფასების პროცესში სუბიექტურ მიდგომას.
PTI.ge-ს მეშვეობით შეგიძლიათ არა მხოლოდ გადაამოწმოთ ინსპექტირების ვადა, არამედ დეტალურად გაეცნოთ მოთხოვნებს, რომლებსაც თქვენი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს. გახსოვდეთ, რომ ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მის გამოსასწორებლად 30 კალენდარული დღე გაქვთ. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდება ან ავტომობილი განმეორებითი ინსპექტირების დროსაც დახარვეზდება, შემდეგი ინსპექტირება თავიდან, პირველადი ინსპექტირების წესით ჩატარდება, რის გამოც მოქმედებს პირველადი ინსპექტირებისთვის დადგენილი საფასური.
ავტომობილის წინასწარი მომზადება საუკეთესო გზაა ზედმეტი დროისა და ხარჯების თავიდან ასაცილებლად.
ტექინსპექტირების ღირებულება დამოკიდებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიაზე და განისაზღვრება საქართველოს მთავრობის №37 დადგენილებით:
M1, N1 (მსუბუქი ავტომობილი და 3 500 კგ-მდე მსუბუქი სატვირთო) - 60 ლარი;
M1 (ელექტრომობილი) -48 ლარი;
N2, N3, M2, M3 (სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებები) -100 ლარი.
O3 და O4 - (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები): 60 ლარი.
ტექინსპექტირებისას მნიშვნელოვანი ხარვეზი დაფიქსირების შემთხვევაში,გამოსასწორებლად 30 კალენდარული დღე გეძლევათ.
ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ უნდა გაიაროთ განმეორებითი ინსპექტირება, განმეორებითი ინსპექტირება ფასიანია და
მისი საფასური საქართველოს მთავრობის №37 დადგენილებით არის განსაზღვრული.
M1, N1 (მსუბუქი ავტომობილი და 3 500 კგ-მდე მსუბუქი სატვირთო) - 20 ლარი;
M1 (ელექტრომობილი) - 15 ლარი;
N2, N3, M2, M3 (სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებები) -30 ლარი.
O3 და O4 - (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები): 20 ლარი.
ინსპექტირებაზე წარდგენისას საჭიროა თან იქონიოთ ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა (ტექპასპორტი) ან მისი ასლი (ფოტოსურათი)
ჩვენს ქსელში გაერთიანებული ყველა PTI ცენტრი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს
ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს ISO IEC 17020 2012-2013 სტანდარტების დაცვით
თანამედროვე აპარატურა და ავტომატიზებული სისტემები გამორიცხავს ადამიანურ შეცდომას
PTI ცენტრებში დასაქმებული ინსპექტორები გადიან რეგულარულ ტრენინგებსა და სერტიფიცირებას