PTI ტექინსპექტირების ცენტრების სრული სია ერთ პლატფორმაზე. მოძებნეთ თქვენთან ახლოს მდებარე ცენტრი, იხილეთ სამუშაო საათები და მიიღეთ საჭირო ინფორმაცია ტექდათვალიერების წარმატებით გასავლელად.
ტექინსპექტირების ცენტრის შერჩევა მხოლოდ ადგილმდებარეობაზე არ არის დამოკიდებული. საქართველოში მოქმედი ყველა აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია დაიცვას №510 რეგლამენტით დადგენილი ყველა ნორმა, რაც უზრუნველყოფს ინსპექტირების ერთიან სტანდარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, სერვისის სისწრაფე, ტექნიკური აღჭურვილობა და დამატებითი მომსახურებები ცენტრების მიხედვით განსხვავდება. იმისათვის, რომ პროცესი მაქსიმალურად პროგნოზირებადი იყოს და აირიდოთ ზედმეტი ხარჯები, მნიშვნელოვანია წინასწარ გაითვალისწინოთ რამდენიმე საკვანძო კრიტერიუმი.
სანამ უახლოეს ცენტრს ეწვევით, დარწმუნდით, რომ თქვენი ავტომობილი აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს. პირველ რიგში, ავტომობილი უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში, რათა ინსპექტორმა შეძლოს ყველა კვანძის ვიზუალური დათვალიერება. ასევე, თან იქონიეთ ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა (ტექპასპორტი). უმჯობესია ჩაატაროთ წინასწარი თვითდიაგნოსტიკა ისეთ ასპექტებზე როგორებიცაა: საკეტები, მინამწმენდები(სითხეები) და მინამრეცხები, საბურავის ასაკი + პროტექტორის მდგომარეობა, სათადარიგო საბურავის არსებობის შემთხვევაში მისი მყარად დამაგრება, საბურავის ჭანჭიკები, განათების სისტემა, საქარე მინის მდგომარეობა, მაჩვენებელ დაფაზე გაუმართაობის ინდიკატორები (ABC, SRS, და სხვა). ყველა ამ ასპექტის მწყობრში ყოფნა მნიშვნელოვნად ზრდის პირველივე ვიზიტზე დადებითი ოქმის მიღების შანსს
კატეგორიის შესაბამისობა: გაითვალისწინეთ, რომ ყველა ცენტრი არ არის აღჭურვილი მძიმე ტექნიკის, მისაბმელებისა თუ სპეციფიკური ტრანსპორტის შესამოწმებლად. დარწმუნდით, რომ შერჩეული ლოკაცია სრულად ემსახურება თქვენი ტიპის ტრანსპორტს: მძიმე და მისაბმელი ტექნიკა: ეს კრიტიკულია მაღალი ტონაჟის სატვირთოების (N2, N3), ავტობუსების (M2, M3) და ყველა ტიპის მისაბმელის (O კატეგორია) მფლობელებისთვის. სპეციფიკური სერტიფიკატები: თუ თქვენი საქმიანობა საერთაშორისო გადაზიდვებს ან სახიფათო ტვირთებს უკავშირდება, წინასწარ გადაამოწმეთ, გასცემს თუ არა ცენტრი შემდეგ სერტიფიკატებს: ADR — სახიფათო ტვირთების გადასაზიდი ტრანსპორტისთვის. ECMT — ევროპული სტანდარტის სერტიფიკატი საერთაშორისო ოპერაციებისთვის. სამუშაო გრაფიკი და ჯავშანი: პიკის საათებში რიგების თავიდან ასაცილებლად, უპირატესობა მიანიჭეთ ცენტრებს, რომლებსაც აქვთ ონლაინ ჯავშნის სისტემა ან მუშაობენ გახანგრძლივებული გრაფიკით (მათ შორის შაბათ-კვირას). ეს საშუალებას მოგცემთ, ინსპექტირების პროცესი თქვენს სამუშაო განრიგს მოარგოთ. განმეორებითი ინსპექტირების წესი: თუ ავტომობილი პირველადი შემოწმებისას დახარვეზდა, ხარვეზების გამოსასწორებლად გაქვთ 30 კალენდარული დღე. განმეორებითი ინსპექტირების საფასური, დადგენილი ტარიფის მიხედვით, შეადგენს: მსუბუქი ავტომობილი (M1) - 20 ლარი მსუბუქი ავტომობილი (M1) ელექტრო - 15 ლარი სატვირთო ავტომობილი (N2; N3) - 30 ლარი ავტობუსი (M2; M3) - 30 ლარი ლოკაცია და ხელმისაწვდომობა: შეარჩიეთ ცენტრი, რომელიც თქვენს საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილთან ახლოსაა. PTI.ge-ს რუკის მეშვეობით შეგიძლიათ მარტივად განსაზღვროთ ოპტიმალური მარშრუტი, რაც დაგეხმარებათ აირიდოთ ქალაქის საცობები და დაზოგოთ დრო.