პრაქტიკული მხარდაჭერა მონაცემებთან ან სისტემასთან დაკავშირებული შეფერხებებისას.
თუ ტექინსპექტირებისას მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომერი არასწორად არის შეყვანილი ან მისი შეცვლა გსურთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მხარდაჭერის გუნდთან.
დაგვიკავშირდით:
ცხელი ხაზი:2 04 79 79
ელ-ფოსტა:contact@pti.ge
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციის განახლებასა და საკითხის მოგვარებაში.
თუ მიიღეთ SMS შეტყობინება ავტომობილთან დაკავშირებით, რომლის მფლობელიც არ ხართ, ეს, როგორც წესი, გამოწვეულია ტექინსპექტირებისას საკონტაქტო ნომრის არასწორად მითითებით. აღნიშნული შეტყობინება არ ნიშნავს, რომ ამ ავტომობილთან დაკავშირებით რაიმე პასუხისმგებლობა ან ვალდებულება გეკისრებათ.
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მხარდაჭერის გუნდს და მოგვაწოდოთ მიღებული შეტყობინების შესახებ ინფორმაცია. ჩვენი გუნდი გადაამოწმებს მონაცემებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს ინფორმაციას სისტემაში.
დაგვიკავშირდით:
ცხელი ხაზი: 2 04 79 79
ელ-ფოსტა: contact@pti.ge
-
ხარვეზის შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სისტემის გამაფრთხილებელი ნიშანია ანთებული.
ტექინსპექტირების ვერ გავლის საფუძველია:
ტექინსპექტირების შედეგზე გავლენას არ ახდენს:
Check Engine (ძრავის ინდიკატორი) - აღნიშნული ნიშნის ანთება თავისთავად არ წარმოადგენს ტექინსპექტირების ვერ გავლის მიზეზს და ავტომობილს ამის გამო ხარვეზი არ დაუფიქსირდება.
უმნიშვნელო ხარვეზად ჩაითვლება:
TPMS (საბურავების წნევის კონტროლის სისტემა) - ინდიკატორის ანთების შემთხვევაში ავტომობილს დაუფიქსირდება უმნიშვნელო ხარვეზი.
გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელო ხარვეზი ტექინსპექტირების გავლას ხელს არ უშლის, მისი გამოსწორება აუცილებელია მომდევნო ინსპექტირებამდე.
იმისათვის, რომ თქვენმა ავტომობილმა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება წარმატებით გაიაროს, საბურავები შემდეგ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს:
1. პროტექტორის სიღრმე (მინიმალური დასაშვები ნორმა) საბურავის ცვეთა ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. პროტექტორის სიღრმე არ უნდა იყოს შემდეგ ნიშნულზე ნაკლები:
2. შეუსაბამობა ერთ ღერძზე: ერთ ღერძზე (ორივე წინა ან ორივე უკანა) დამონტაჟებული საბურავები არ უნდა განსხვავდებოდეს:
3. ვიზუალური დაზიანებები: საბურავებზე არ უნდა აღინიშნებოდეს ნახეთქები, გამობერილობები ან სხვა თვალსაჩინო დაზიანებები.
4. საბურავის ასაკი: საბურავის გამოშვების თარიღიდან 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული.
5. სამაგრი ელემენტები: არცერთ ბორბალს არ უნდა აკლდეს არცერთი სამაგრი ჭანჭიკი.
თუ ავტომობილი აღჭურვილია თხევადი აირის (LPG) ან ბუნებრივი აირის (CNG) სისტემით - როგორც დამატებით დამონტაჟებული, ისე ქარხნული სისტემით - პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას სავალდებულოა აირბალონიანი სისტემის მოქმედი ინსპექტირების სერტიფიკატის წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს, რომ სისტემა ტექნიკურად გამართულია და უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ამასთანავე, ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობაში (ტექპასპორტში) აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საწვავის ტიპი (ბენზინი/აირი). იმ შემთხვევაში, თუ აირის სისტემა დამონტაჟებულია, თუმცა ეს ცვლილება ტექპასპორტში ასახული არ არის, საჭიროა მონაცემების განახლება მომსახურების სააგენტოში.
გაითვალისწინეთ, რომ აირის სისტემის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ფირნიშის ბლანკი (ლურჯი ფონზე) საჭიროა ყოველი პერიოდული ტექინსპექტირების დროს. შესაბამისი დოკუმენტის არქონის ან ტექპასპორტში საწვავის ტიპის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში ავტომობილს დაუფიქსირდება მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც ტექინსპექტირების ვერ გავლის საფუძველი იქნება.
რა ხდება, თუ ჩემმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა
თუ პირველადი ინსპექტირების დროს ავტომობილზე გამოვლინდება მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზი, ავტომობილს ენიჭება "გაუმართავი" სტატუსი და განისაზღვრება 30 კალენდარული დღის ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ხარვეზების გამოსწორების შემდეგ, ავტომობილის მფლობელმა აღნიშნულ ვადაში სატრანსპორტო საშუალება ხელახლა უნდა წარადგინოს ტექინსპექტირების ცენტრში შემოწმებისთვის.
თუ ავტომობილს გაუმართავი სტატუსი მიენიჭა ინსპექტირებისას, მაქვს თუ არა მოცემულ 30-დღიან ვადაში მოძრაობის უფლება?
"გაუმართავი" სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესაძლებლობა დამოკიდებულია გამოვლენილი ხარვეზის კატეგორიაზე.
განმეორებითი ტექინსპექტირება იმავე ცენტრში უნდა გავიარო?
განმეორებითი ტექინსპექტირების გავლა იმავე ცენტრში სავალდებულო არ არის. თქვენ შეგიძლიათ ავტომობილი მიიყვანოთ ნებისმიერ აკრედიტებულ ტექინსპექტირების ცენტრში, მათ შორის სხვა ქალაქში ან რეგიონში. ამასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ არსებობს.
ვიხდი თუ არა განმეორებითი ტექინსპექტირების საფასურს, თუ ავტომობილს იმავე ცენტრში 30 კალენდარული დღის ვადაში მივიყვან?
დიახ, განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანია. საქართველოს მთავრობის No37 დადგენილების შესაბამისად, განმეორებითი შემოწმება უფასო აღარ არის და ეს წესი ვრცელდება ნებისმიერ ინსპექტირების ცენტრში, მათ შორის იმავე ფილიალში 30 დღის ვადაში დაბრუნების შემთხვევაშიც.
განმეორებითი ინსპექტირების საფასური შეადგენს:
M1, N1, O3 და O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის - 20 ლარს,
N2, N3, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის - 30 ლარს.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზების გამოსასწორებლად მოცემულ 30-კალენდარულ დღეს გადავაცილებ?
თუ ავტომობილის მფლობელი 30 კალენდარული დღის ვადაში არ წარადგენს ავტომობილს განმეორებით ინსპექტირებაზე, ავტომობილი აღარ ჩაითვლება მოქმედი ტექინსპექტირების სტატუსის მქონედ. ასეთ შემთხვევაში, გზაზე გადაადგილებისას შესაძლოა დაჯარიმდეს ვიდეოკამერის საშუალებით. ვადის გადაცილების შემდეგ ავტომობილის ხელახლა წარდგენის შემთხვევაში ინსპექტირება ჩატარდება პირველადი ინსპექტირების წესით, რაც გულისხმობს პირველადი ტექინსპექტირების საფასურის გადახდას.
განმეორებითი შემოწმებისას ავტომობილი მთლიანად მოწმდება, თუ მხოლოდ დაფიქსირებული ხარვეზები?
განმეორებითი ინსპექტირების დროს ავტომობილს თავიდან ბოლომდე სრული შემოწმება აღარ უტარდება. ინსპექტორი ამოწმებს მხოლოდ იმ კომპონენტებს, რომლებზეც პირველადი ინსპექტირებისას ხარვეზი დაფიქსირდა. ამასთან ერთად, დამატებით მოწმდება ავტომობილის ვიზუალური მდგომარეობაც:
საქარე მინა;
ფარები და შუქამრეკლები;
ბამპერი;
საბურავების მდგომარეობა;
გვერდითი და უკანა ხედვის სარკეები;
მაჩვენებელთა დაფაზე გაუმართაობის აღმნიშვნელი ინდიკატორები (ABS, Airbag, SRS);
ხილული კვამლი.
თუ ავტომობილმა განმეორებითი ინსპექტირებაც ვერ გაიარა, კვლავ მეძლევა 30 დღე ხარვეზების გამოსასწორებლად?
არა. განმეორებითი ინსპექტირების ვერ გავლის შემთხვევაში 30-კალენდარული დღის ვადა აღარ განისაზღვრება. ავტომობილის მფლობელს ხარვეზების აღმოსაფხვრელად ეძლევა 10 კალენდარული დღე. აღნიშნულ პერიოდში ავტომობილის ხელახლა წარდგენის შემთხვევაში ინსპექტირება უკვე პირველადი ინსპექტირების წესით ჩატარდება, რაც ავტომობილის სრულ შემოწმებასა და პირველადი ინსპექტირების საფასურის გადახდას გულისხმობს.
რა სიხშირით უნდა ჩაუტარდეს ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება?
სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვადები
განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის No37 დადგენილებით. ინსპექტირების სიხშირე დამოკიდებულია ავტომობილის კატეგორიაზე, გამოშვების წელზე და დანიშნულებაზე.
რომელ სატრანსპორტო საშუალებებზე არ ვრცელდება ტექინსპექტირების ვალდებულება?
რა ღირს ტექინსპექტირების გავლა?
ტექინსპექტირების საფასური დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალების კატეგორიაზე. ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილებისთვის განსაზღვრული ფასები:
| სატრანსპორტო საშუალების კატეგორია | პირველადი ტექინსპექტირება | განმეორებითი ტექინსპექტირება |
|---|---|---|
| M1 და N1 – მსუბუქი ავტომობილები და მსუბუქი სატვირთო ავტომობილები (დასაშვები მაქსიმალური მასა 3 500 კგ-მდე) | 60 ლარი | 20 ლარი |
| N2 და N3 – სატვირთო ავტომობილები (დასაშვები მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ზე მეტი) | 100 ლარი | 30 ლარი |
| M2 და M3 – მიკროავტობუსები და ავტობუსები | 100 ლარი | 30 ლარი |
| O3 და O4 – მისაბმელები და ნახევარმისაბმელები | 60 ლარი | 20 ლარი |
| M1 კატეგორიის ელექტრო ავტომობილები | 48 ლარი | 15 ლარი |
განმეორებითი ტექინსპექტირება საფასური მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ პირველადი ინსპექტირებისას გამოვლენილი ხარვეზები დადგენილ ვადაში (30 კალენდარულ დღეში) აღმოიფხვრება.
რა დოკუმენტებია საჭირო ტექინსპექტირება გასავლელად?
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა (ტექპასპორტი) დედანი ან ასლი.
შესაძლებელია თუ არა ტექინსპექტირება გავლა დადგენილ ვადაზე ადრე?
დიახ, ტექინსპექტირების გავლა შესაძლებელია დადგენილ ვადაზე ადრე. თუმცა, ასეთ შემთხვევაში შემდეგი ინსპექტირების ვადა შეიცვლება და ათვლა დაიწყება იმ დღიდან, როდესაც ავტომობილი ინსპექტირებას გაივლის.
გაეცანობით პლატფორმის ძირითად სერვისებს და ხშირად დასმულ კითხვებს.
PTI.GE-ზე რეგისტრაცია გაძლევთ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მართოთ თქვენი ავტომობილის ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ისარგებლოთ დამატებითი სერვისებით.
რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია:
გთხოვთ, ვიზიტის დაგეგმვამდე გაეცნოთ ჯავშნის მართვის წესებს:
გაუქმების პოლიტიკა: გაითვალისწინეთ, რომ ჯავშნის გაუქმების ან ვიზიტზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ვიზიტის დაჯავშნა მარტივად შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდის - PTI.GE-ის საშუალებით.
ჯავშნის გასააქტიურებლად საჭიროა შეიყვანოთ ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშანი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რის შემდეგაც მითითებულ ნომერზე მიიღებთ SMS კოდს. მიღებული კოდის დადასტურების შემდეგ შეძლებთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღი, დრო, ქალაქი და ინსპექტირების ფილიალი.
ჯავშნის დასასრულებლად საჭიროა 1 ლარის საფასურის გადახდა, რის შემდეგაც ვიზიტი აქტიურდება.
აღნიშნული ფუქნციის გამოყენებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს ექნება საკუთარი PTI სივრცე, სადაც შეძლებს სასურველი ავტომობილის დამატებას, მისი მონაცემების მართვას და SMS შეხსენების ფუნქციის გააქტიურებას.