ტექინსპექტირების ჯარიმა - რა უნდა იცოდეთ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელად ავტომობილის მართვა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

როგორ ფიქსირდება დარღვევა?
ერთიანი ელექტრონული სი

თუ ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვადა ამოეწურა და ის კვლავ გადაადგილდება, დარღვევა ფიქსირდება ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ინფორმაციას ავტომატურად აწვდის როგორც ვიდეოსამეთვალყურეო კამერებს, ისე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს. შესაბამისად, სამართალდარღვევა შეიძლება დაფიქსირდეს როგორც ავტომატური ვიდეოკონტროლის სისტემის, ასევე საპატრულო პოლიციის მიერ.

ვიდეოსამეთვალყურეო კამერის მიერ დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად ახდენს ავტომობილის იდენტიფიცირებას სახელმწიფო სანომრე ნიშნის საფუძველზე, რის შემდეგაც ავტომობილის მფლობელს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოეწერება.

რამდენია ტექდათვალიერების ჯარიმა?

პირველი დარღვევის შემთხვევაში:
ფიზიკური პირი - 50 ლარი;
იურიდიული პირი (კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილი) - 200 ლარი.

პირველი დაჯარიმების შემდეგ ავტომობილის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა. თუ ავტომობილი კვლავ გადაადგილდება მოქმედი ტექინსპექტირების გარეშე და დარღვევა განმეორებით დაფიქსირდება, ჯარიმის ოდენობა იზრდება:

მეორე დარღვევა: ფიზიკური პირი - 150 ლარი, იურიდიული პირი - 300 ლარი;
მესამე დარღვევა: ფიზიკური პირი - 300 ლარი, იურიდიული პირი - 500 ლარი;
მეოთხე და ყოველი შემდგომი დარღვევა: ფიზიკური პირი - 500 ლარი, იურიდიული პირი - 700 ლარი.

სანქციების ზრდის მიზანია, ავტომობილის მფლობელმა დროულად შეასრულოს კანონით განსაზღვრული ვალდებულება და თავიდან იქნას აცილებული ისეთი ავტომობილების გადაადგილება, რომლებიც სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას არ აკმაყოფილებენ.

გაითვალისწინეთ- ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს ავტომობილის მფლობელს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებისგან. ჯარიმის გადახდის შემდეგაც აუცილებელია ავტომობილის ტექინსპექტირებაზე წარდგენა და კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

როგორ ავიცილოთ თავიდან ფინანსური სანქციები?

სტატისტიკურად, დაჯარიმების შემთხვევების უმრავლესობა გამოწვეულია ვადების უნებლიე დარღვევით. PTI პლატფორმა გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც დაგეხმარებათ პროცესის სწორად მართვაში:

  • ვადის გადამოწმება: გამოიყენეთ ტექინსპექტირების ვადის შემოწმების ფუნქცია ჩვენს ვებ-გვერდზე, რათა ზუსტად იცოდეთ ინსპექტირების თარიღი.
  • SMS შეხსენება: დარეგისტრირდით Pti.ge-ზე და გაააქტიურეთ შეტყობინების ფუნქცია, რათა ავტომატურად მიიღოთ ინფორმაცია ვადის მოახლოების შესახებ.
  • ვიზიტის დაჯავშნა: დაგეგმეთ ინსპექტირება PTI-ს 41 წევრ ცენტრში თქვენთვის მოსახერხებელ დროს და ადგილას.

გირჩევთ, რეგულარულად აკონტროლოთ თქვენი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების სტატუსი - დროული შემოწმება არის საგზაო უსაფრთხოებისა და გაუთვალისწინებელი ადმინისტრაციული ხარჯების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება.

ჯარიმასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე: 032 241 42 42. გამოწერილი ჯარიმების გადამოწმება შესაძლებელია [protocols.ge](http://protocols.ge)-ის საიტზე.

PTI.GE